დაპირისპირება არის ამ პარტიის წევრებს შორის. კი, რა თქმა უნდა ისინი ერთი ვერტიკალიდან იმართებიან, თუმცა ყველა სურს, რომ ამ გარე ძალების ფავორიტი იყოს, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციაში მიმდინარე შიდა პარტიულ დაპირისპირებას.
„რა ინფორმაციებიც გამოდის მათი პარტიებიდან კანდიდატებზე – ბატონი სეფაშვილი, იგივე ბატონი ელისაშვილი და ასე შემდეგ – ჩვენ ნამდვილად ვინატრებდით, რომ ასეთი კანდიდატი დააყენონ საერთო კანდიდატად, ვინაიდან ძალიან ცოტა ძალისხმევა დაგვჭირდებოდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვოთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის „ლელო საქართველოსთვის“, თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილისა და მერაბ სეფაშვილის კანდიდატურებს განიხილავს, რასაც გიორგი გახარია არ ეთანხმება.