აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის რეიტინგი 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა.
ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „დემოკრატიული“ პარტიას ნეგატიურად გამოკითხულთა 63% აფასებს, ხოლო პოზიტიურად – 33%.
ამასთან ერთად, როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, რესპონდენტები „რესპუბლიკურ“ პარტიასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ნეგატიურად აფასებენ. „რესპუბლიკელებს“ ძალიან კარგად გამოკითხულთა 19% აფასებს, ხოლო „დემოკრატებს“ – 8%.
ამერიკელები ტრამპის პოლიტიკის თითქმის ყველა ასპექტს ნეგატიურად აფასებენ. გამონაკლისს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის პოლიტიკა წარმოადგენს. ამასთან, აშშ-ის მოქალაქეები კონგრესში „რესპუბლიკელებს“ უფრო ენდობიან, ვიდრე „დემოკრატებს“.
როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, „დემოკრატებს“ იმედი ჰქონდათ, რომ ამომრჩევლების ნეგატიური რეაქცია ტრამპის მოღვაწეობაზე ძლიერი იქნებოდა, რათა მათ მომავალ წელს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოეპოვებინათ. გამოცემა იხსენებს, რომ მსგავსი სიტუაცია ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დრო განვითარდა, როცა 2018 წლის შუალედური არჩევნების შედეგად „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში სულ მცირე 40 ადგილი დაკარგეს.
თუმცა, გამოკითხვა აჩვენებს, რომ „დემოკრატებს“ საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნება სჭირდებათ იმაში, რომ ისინი საქმეს ტრამპზე უკეთ გაართმევენ თავს. „დემოკრატების“ ბრენდი იმდენად ცუდია, რომ ისინი ტრამპის ან „რესპუბლიკური“ პარტიის კრიტიკის საქმეში ნდობას არ იმსახურებენ“, – აცხადებს სოციოლოგი ჯონ ანსალონე, რომელიც კვლევაზე მუშაობდა.