
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა.
წარდგენის წერილი ამერიკის პრეზიდენტს ისრაელის პრემიერმა თეთრ სახლში, ვახშმის დროს გადასცა.
ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა გამართულ რამდენიმესაათიან შეხვედრაზე განიხილეს ირანში და ღაზაში არსებული ვითარება. ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ეს პრეზიდენტის და პრემიერის რიგით მესამე შეხვედრაა.