2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად, გურიის რეგიონში გეოლოგიური სტიქიური პროცესები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
დოკუმენტი 2024 წელს დაიწერა და 2025 წლის პროგნოზებს შეიცავს, შესაბამისად, უნდა აღნიშნოს, რომ გეოლოგიურ ბიულეტენში არ არის ასახული 2025 წლის თებერვლის სტიქია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოხდა და ყველაზე მძიმეს გურიის რეგიონზე აისახა.
დოკუმენტი აჩვენებს, რომ რეგიონში ათობით ფერდობი, დასახლება და სოფელი მეწყერსაშიშ და ზოგ შემთხვევაში აქტიურ ზონაში ხვდება. სტიქიური საფრთხეებით გამოირჩევა სამივე მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაურიც.
მაღალი რისკის ზონებით ჩოხატაურია პირველ ადგილზე, სადაც ასეთი 7 ზონაა. 6-6 მაღალი რისკის ზონაა ოზურგეთსა და ლანჩხუთში.
მაღალი რისკის ზონები 2024 წლის აღწერით
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
- ბახვი
- ქვემო ბახვი
- შეკვეთილი
- დვაბზუ
- გურიანთის ფერდობები
- სუფსა / შრომა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
- ჩოლობარგი
- მაჩხვარეთი
- საირმის ქედი
- გრიგოლეთი
- ჯურუყვეთი
- ზემო აკეთი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
- ბახმარო
- ზემო ამაღლება
- შუა ამაღლება
- ზოტის ფერდობები
- ქვემო ნასაკირალი
- ხიდისთავი
- კოხნარი/ბაბანი
საშუალო რისკის ზონები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
სუფსის მიდამოები – ფერდობები დინამიკურია, თუმცა ამ ეტაპზე მეწყერი შედარებით სტაბილურია. რეგულარული მონიტორინგია რეკომენდებული.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
- გრიგოლეთი – ზღვასთან სიახლოვის გამო გამოვლენილია ეროზიული პროცესები და ქვიშის გადაადგილება, რაც საცხოვრებელ ზონებს პერსპექტივაში საფრთხეს უქმნის.
- მიმდებარე სოფლების ფერდობები – ზოგიერთი ზონა ატარებს მიკროსრიალის ნიშნებს, თუმცა რისკი მაღალი არ არის.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
- ზოტის ფერდობები – სტრუქტურულად რთული მონაკვეთებია, სადაც პერიოდულად ვითარდება სრიალი და ქანების დარღვევა.