,, მზად ვართ პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შემზღუდველი ზომები განვიხილოთ”- კაია კალასი

7
spot_img

მზად ვართ საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შემზღუდველი ზომები განვიხილოთ. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს მინისტრებმა განიხილეს საქართველოში მზარდი რეპრესიები, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებსა და მედიაზე თავდასხმები. ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შემზღუდველი ზომები განვიხილოთ“, – განაცხადა კაია კალასმა.