
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელებით, საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს ქარტია დაარღვია.
„ჩინეთი მკაცრად გმობს ირანზე აშშ-ის თავდასხმებს და ბირთვული ობიექტების დაბომბვას, რომლებიც ატომური ენერგიის სააგენტოს გარანტიების ქვეშ იმყოფებიან. აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებსა და პრინციპებს და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას ამწვავებს. ჩინეთი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, კერძოდ, ისრაელს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან იმისთვის, რომ გააერთიანონ ძალისხმევა, დაიცვან სამართლიანობა და იმუშაონ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად.