ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემზარავი და უსამართლოა -სენატორი ჯინ შაჰინი 

8
spot_img

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას შემზარავსა და უსამართლოს უწოდებს. ამის შესახებ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემზარავი და უსამართლოა. ამგვარი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონგრესი უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩახშობის წინააღმდეგ“, – წერს სენატორი შაჰინი.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 22 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.