
ვერძი
ამ დღეს აჩქარება მხოლოდ სიტუაციას გაართულებს. მოერიდეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, არავის არაფერს დაჰპირდეთ და ემოციებით ნუ იხელმძღვანელებთ. ბევრ ვერძს გაუჩნდება სურვილი, რომ საკუთარი სიმართლე ნებისმიერი გზით დაამტკიცოს, რაც დიდი შეცდომაა. გახსოვდეთ, რომ ტაქტი და დიპლომატია ის თვისებებია, რომლებიც ნებისმიერ კარს გაგიღებთ. ყურადღებით მოეკიდეთ გარშემომყოფთა თხოვნებს და კონფლიქტურ სიტუაციაში ნეიტრალური პოზიცია დაიჭირეთ.
კურო
შესანიშნავი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა საქმე წინასწარ დაგეგმოთ. ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც შორიდან ახალ ამბავს მოგიტანთ, თუნდაც ეს სანდო წყარო იყოს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ყოფითი ხასიათის მცირე უსიამოვნება — მაგალითად, წყლის ონკანის გაფუჭება ან გასაღების დაკარგვა. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს — ზოგი მათგანი წინასწარმეტყველური იქნება.
ტყუპები
ამ დღეს შეიძლება მეხსიერებამ გიმტყუნოთ ან შეუფერებელ დროს ყურადღება მოადუნოთ. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება სწავლის პროცესში. საჭესთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან არასწორი მანევრი შეიძლება მცირე საგზაო შემთხვევის მიზეზი გახდეს. საღამოს შეიძლება ზოგმა ტყუპებმა თავი სუსტად იგრძნოს. ეცადეთ, დაისვენოთ და ყურადღება სასიამოვნო და საქმეებზე გადაიტანოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს გულახდილი საუბარი გელით ადამიანთან, რომელსაც კარგად არ იცნობთ. მზად იყავით, რომ საერთო მიზნისთვის შეიძლება საკუთარი საქმის დათმობა მოგიწიოთ. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება თქვენი ფინანსური მდგომარეობა ცოტათი გააუმჯობესოთ. ასევე შანსი გექნებათ, რომ ახალი მეგობარი და ერთგული მოკავშირე შეიძინოთ. ნუ დაიჯერებთ იმას, რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ და საკუთარი ყურით არ მოგისმენიათ.
ლომი
ეს დღე ლომების უმეტესობისთვის მშვიდი, სასიამოვნო და ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ, ოჯახთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ, შვილებისა და მშობლებისთვის დრო გამონახოთ და პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროთ. უმჯობესია, ფინანსური საკითხების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ. პრობლემა, რომლებიც ახლა გაწუხებთ, რამდენიმე დღეში აზრს დაკარგავს.
ქალწული
ამ დღეს ყველა ქმედება კარგად გააზრებული უნდა იყოს. ნუ ეცდებით, საკუთარი აზრები სხვა ადამიანებს თავს მოახვიოთ, თორემ შეიძლება ახალი მტერიც გაიჩინოთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, თორემ უწყინარი ხუმრობა შეიძლება ვიღაცამ არასწორად გაიგოს. შესაძლოა, ასაკით უფროსი ქალის რჩევა ან დახმარება დაგჭირდეთ. მცირე გაუგებრობაზე არ უნდა ინერვიულოთ – ყველაფერი კარგად იქნება, თუ მოთმინებას გამოიჩენთ და დაუფიქრებლად არ მოიქცევით.
სასწორი
ხელსყრელი დღეა ნებისმიერი ურთიერთობის აღსადგენად. თუკი ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებთ, ყველა უთანხმოების მოგვარებას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა ძალების აღდგენას მალე მოახერხებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხმაურიან წვეულებებს და ხალხმრავალ ადგილებში წასვლას მოერიდოთ.
მორიელი
ამ დღეს ბევრი ეცდება, რომ გაგაღიზიანოთ და წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. გახსოვდეთ, რომ იმაზე, რასაც ვერ შეცვლით, არ უნდა ინერვიულოთ. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის ყვირილითა და აგრესიით დამტკიცებას – სიმართლე მალე თავისით გამომჟღავნდება. ძველი მეგობარი რამდენიმე პრობლემის ერთდროულად მოგვარებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
ილუზიებს თუ აჰყვებით, შეიძლება წარმატების შანსი ვერ დაინახოთ და იმედგაცრუებული დარჩეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მომხდარის მიზეზი დაადგინოთ. კარგი იქნება, თუ საკუთარ შეცდომებზე ისწავლით და სხვების რჩევაზე მეტად საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნობით.
თხის რქა
საინტერესო დღეა, რომელიც უამრავ ახალ იდეას და გეგმას მოიტანს. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ. ახალი ნაცნობობა ან ძველი კავშირების აღდგენა ორმხრივი თანამშრომლობის იმედს გაგიჩენთ. პირად ცხოვრებაშიც ცვლილებები გელით — შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი ძვირფასი და ერთგული მესაიდუმლე გახდება.
მერწყული
მერწყულებისთვის ერთფეროვანი და მოსაწყენი დღეა. სამსახურში ბევრი საქმე არ გექნებათ, ამიტომ შეგიძლიათ საკუთარ გარეგნობაზე და იმ საქმეებზე იზრუნოთ, რისთვისაც ადრე ვერ იცლიდით. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, ამიტომ გირჩევთ, ხარჯები აკონტროლოთ და უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ. ამ დღეს შესაძლოა გაგიჩნდეთ მშვენიერი იდეა, რომლის განხორციელებაც თქვენს გამბედაობაზე იქნება დამოკიდებული.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცოტა ხნით გადადოთ საქმის დასრულება, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებთ. სავარაუდოდ, წარსულის შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ, რაც დიდ დროს და ძალას წაგართმევთ. არ არის გამორიცხული, იმ ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწიოთ, რომლებმაც წარსულში გული გატკინეს. მოერიდეთ ხალხმრავალ წვეულებებს და სტუმრად წასვლას. უმჯობესია, საღამო მშვიდ გარემოში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.