ზელენსკისთან საქმის დაჭერა მარტივი არ არის -დონალდ ტრამპი

58
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის, მაგრამ კიევის ძალისხმევის შესაფასებლად დრო არის საჭირო.

„მე ვთქვი, რომ უკრაინელები ომის შეწყვეტისთვის მზად არიან. ისინი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არიან“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჟურნალისტების მიერ დასმულ დამატებით კითხვას იმის შესახებ, აკეთებს თუ არა უკრაინა საკმარისს მშვიდობის მისაღწევად, თეთრის სახლის ლიდერმა უპასუხა, რომ მას ზუსტი დასკვნებისთვის დროს სჭირდება.

„ამის შესახებ მე დაახლოებით ორ კვირაში გიპასუხებდით, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი არც „კი“-ს, არც „არა“-ს. ვფიქრობ, ზელენსკი ძლიერი ბიჭია. მასთან საქმის დაჭერა მარტივი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ მას გაჩერება სურს. იქ ძალია ცუდი რამ ხდება“, – თქვა ტრამპმა.