
გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი „არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, „ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს“. საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე.
„გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი „არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, „ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს“, „ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს“, „ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში“, „ამტკიცებენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება“. საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ საქართველო ოკუპანტი ძალის მიერ იმართება. ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, გერმანიაში მემარჯვენე-ექსტრემისტული დაჯგუფება „გერმანიის სამეფო“ აკრძალეს, დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი პეტერ ფიტცეკი.