ყველა ადამიანი, ვინც კი დაარღვევს კანონს, პასუხისმგებელია გარკვეული ზომით, მაგრამ როცა ამაში უცხოელი მონაწილეობს, რასაკვირველია საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება მისი ქვეყნიდან გაძევების -ვოლსკი

9
spot_img

ყველა ადამიანი ვინც კი დაარღვევს კანონს, პასუხისმგებელია გარკვეული ზომით, მაგრამ როცა ამაში უცხოელი მონაწილეობს, რასაკვირველია საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ეს უცხოელი გააძევოს ქვეყნიდან, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მან ისაუბრა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე.

„ფაქტებმა იმატა, როდესაც უცხოელები ახლა აღმოსავლეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ და უერთდებოდნენ იმ პროცესებს, რომელიც პირდაპირ შეტევას გულისხმობდა ხელისუფლებაზე. ყველა ადამიანი ვინც კი დაარღვევს კანონს, პასუხისმგებელია გარკვეული ზომით, მაგრამ როცა ამაში უცხოელი მონაწილეობს, რასაკვირველია საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ეს უცხოელი გააძევოს ქვეყნიდან და დააწესოს კონკრეტული რეჟიმი მისთვის შემოსვლის, ან არ შემოსვლის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც იგი ბოროტებას ჩადიოდა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს განიხილება. აღნიშნული პაკეტი 18 კანონპროექტისგან შედგება. ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, საქართველოდან მის გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს.