
ვიქტორ ორბანის გეგმას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოკითხვის ჩატარებასთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახიფათო უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა უნგრელი კოლეგა გააკრიტიკა.
„70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ანუ უნგრეთში ხალხი ჩვენს მხარესაა. თქვენ იცით, რომ ორბანმა გამოკითხვა მოამზადა, იქ ვითომ, ხალხი ჩვენ წინააღმდეგაა. ის აკონტროლებდა ამ გამოკითხვას, მაგრამ არის სხვა გამოკითხვა და იქ 70% უკრაინის მხარესაა. უბრალოდ, საჭირო არაა საკუთარ არჩევნებში ჩვენი ჩათრევა, ის აკეთებს ამას, იმით, რომ ევროკავშირში გვბლოკავს. საბოლოო ჯამში, ეს მეთოდიკა მომგებიანი არ იქნება. რატომ? – იმიტომ რომ, ყველაფრის მიუხედავად, ხალხი იქ უკრაინის მხარესაა. ამას ვხედავთ და ყურადღებით ვადევნებთ თვალს. კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს სხვა პარტნიორებთან და ვიძლევით სიგნალს – ის, რასაც ის აკეთებს, სახიფათოა ევროკავშირისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.