რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტია, დაიღუპა 9 ადამიანი, ათობით დაშავდა

18
spot_img

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში 9 ადამიანი დაიღუპა და 63 – დაშავდა. დაშავებულებს შორის 6 ბავშვია.

„დანგრეულია საცხოვრებელ სახლები, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ძებნა გრძელდება“, – აცხადებენ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ქალაქ ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა.