გენერალური მდივნის ვიზიტი ცივი წყლის გადავლებაა ოპოზიციისთვის იმ პირობებში, როდესაც ეუთო არჩევნების ერთ-ერთი მაღალრეიტინგული არბიტრია -ნინო წილოსანი

16
spot_img

გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი ცივი წყლის გადავლება იყო ოპოზიციისთვის, იმ პირობებში, როდესაც ეუთო არჩევნების ერთ-ერთი მაღალი რეიტინგული არბიტრია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ საარჩევნო შედეგს, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში იყო წარმოდგენილი.

„როგორც გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ის მოწადინებულია საქართველოსა და ეუთოს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. გენერალური მდივანი კარგად აცნობიერებს იმ შიდა თუ გარე გამოწვევებს, რომელიც აქვს საქართველოს. ვიზიტი კიდევ ერთი ცივი წყლის გადავლება იყო ოპოზიციისთვის, იმ პირობებში, როდესაც ეუთო არჩევნების ერთ-ერთი მაღალი რეიტინგული არბიტრია. ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ საარჩევნო შედეგების რომელიც მათ შორის ეუთო/ოდირის დასკვნაში იყო აღწერილი“, – აღნიშნა წილოსანმა.

ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.