ეუთოს გენერალური მდივანი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება

13
spot_img

ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში ფერიდუნ სინირლიოღლუ უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს. შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

ეუთოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისსაც ეწვია, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.