ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინიციატივით წელს ფოთი ნახევარმარათონს პირველად უმასპინძლებს

6
spot_img

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ (სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური”) ინიციატივითა და ორგანიზებით, წელს ფოთი ნახევარ მარათონს პირველად უმასპინძლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მარათონი 15 ივნისს გაიმართება და მასში 300-მდე მსურველი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ სამი სხვადასხვა დისტანცია, სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით: 5 კმ, 10 კმ, ნახევარ მარათონი (21,097 კმ).

„ღონისძიება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტში ჩართულობის ზრდასა და ტურიზმის გაძლიერებას. მარათონიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

ღონისძიებაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://potimarathon.ge/

კომპანიებს, რომლებსაც სურთ გახდნენ ღონისძიების მხარდამჭერები საპრიზო კატეგორიაში, მარათონის საორგანიზაციო გუნდი ღიაა თანამშრომლობისთვის: info@potimarathon.ge.

შემოგვიერთდით 2025 წლის 15 ივნისს – ფოთი სპორტული ღონისძიების მასპინძელია!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.