რომის პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა – ვატიკანი

1
spot_img

რომის პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციალური ვატიკანი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ცერებრალურმა ინსულტმა კომა და შეუქცევადი გულის უკმარისობა გამოიწვია.

რომის პაპმა ასევე განიცადა სუნთქვის უკმარისობის ეპიზოდები. მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ასევე ტიპი 2 დიაბეტი და ჰიპერტენზია.