
საქართველოში დესტაბილიზაციის განვითარებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა იქნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ევროკავშირის რეგლამენტით ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა, – განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
მან კომენტარი გააკეთა რადიკალების მიერ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის შანტაჟის მიზნით გაკეთებულ განცხადებებზე.
„მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში არსებობს – მათი ერთობლივი მიზანია, რომ საქართველოში შეირყეს სიტუაცია დესტაბილიზაცია განვითარდეს და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, რასაკვირველია, იქნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. მაგრამ, არც ევროკავშირის რეგლამენტით ეს ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა და რაც მთავარია, აქ მავნებლობის კიდევ ერთხელ დიდი დემონსტრირება იქნებოდა არა გარედან უტიფარი შემოტევის, არამედ შიდა მოღალატეების მხრიდან“, – განაცხადა ვოლსკიმ.