
სააღდგომო ზავის შემდეგ საბრძოლო მოქმედებები განახლდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
„საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ჩვენ ამის შესახებ ზავის დაწყებისთანავე განვაცხადეთ. ზავის მიმართ ჩვენ ყოველთვის დადებითად ვართ განწყობილები, ამიტომაც გამოვედით ამ ინიციატივით. აღდგომა – ეს ყველა ქრისტიანის დღესასწაულია. ჩვენ ყოველთვის ამას ვსაუბრობდით, რომ ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივების მიმართ დადებითად ვართ განწყობილები. იმედი გვაქვს, რომ ასევე დადებითა არიან განწყობილი მათ მიმართ კიევს რეჟიმის წარმომადგენლები“, – განაცხადა პუტინმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმების შეჩერების ინიციატივაზე. პუტინის განცხადებით, ეს საკითხი შესწავლას მოითხოვს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ 19 აპრილს განაცხადა.