
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირაში რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
„იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ ამ კვირაში. შემდეგ ორივე დაიწყებს დიდი ბიზნესის წარმოებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ყვავის და სიმდიდრეს დააგროვებენ!“, – წერს ტრამპი.