ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ორმა ქართველმა იასპარეზა

5
spot_img

20 აპრილს მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრი, ზაზა ლომთაძე და ლონგინოზ ბრგვაძე გამოვიდნენ.

ლომთაძემ ატაცში 165/170/173 კგ. დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა, ბრეგვაძემ კი თავი 167/172 კილოგრამს გაართვა და პირველ დისციპლინაში გამოსვლა მეექვსე პოზიციაზე დაასრულა.

ლომთაძემ აკვრაში დაძლეული 205 და 213 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 386 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-6 ადგილზე დაასრულა.

ბრეგვაძემ აკვრაში 198/205 კგ დაძლია და მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 377 კილოგრამით მე-7 პოზიციაზე გავიდა.