
მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მთელ საქრისტიანოში უდიდესი მნიშვნელობის დღეა. ამ დღეს მაცხოვარი, რომელმაც საკუთარი ჯვარცმით კაცობრიობის ცოდვა გამოისყიდა, მკვდრეთით აღსდგა. მას შემდეგ ადამისა და მისი მოდგმისთვის სამოთხის ბჭე კვლავ გაიღო -ქრისტემ თვითონ აღმოიყვანა ჯოჯოხეთიდან ადამი და ევა, წინასწარ-მეტყველები, მამამთავრები, მართალთა სულები და მათ საუკუნო სასუფეველი დაუ-მკვიდრა.
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისაგან უბი-წოდ შობილი მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრება ჯვარცმისა და აღდგომისათვის მზაობა იყო. დღესაც, აღდგომის დღესას-წაული შესახვედრად თითოეული ქრისტიანი ადამიანი ცდილობს გაითავისოს მხსნელის მიერ გავლილი გზა, რათა უკეთ შეიცნოს მისი მსხვერპლი. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება ადამიანს ქრისტეს, როგორც სამყაროს მსა-ჯულის წინაშე პირნათლად წარდგო-მა “დღესა მას მერვესა.”
აღდგომის დღესასწაულს წინ ყველაზე ხანგრძლივი და მძიმე მარხვა უსწრებს. განსაკუთრებულ დატვირთვას კი ბოლო _ ვნების კვირა იძენს. ამათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დიდი ხუთშაბათია. ამ დღეს მაცხოვარმა მოწაფეებთან გამართულ საიდუმლო სერობაზე ზიარების საიდუმლო დააფუძნა. თუმცა ყველაზე მძიმე მაინც წითელი პარასკევია – გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარცმის დღე. ეს უდიდესი გლოვეს დღეა, რადგან ამ დღეს იერუსალიმის მაცხოვრებლებმა, ვინც რამოდენიმე დღით ადრე ადიდებდა და ოსანას უგალობდა მაცხოვარს, მას ავაზაკი ბარაბა არჩიეს და პილატეს მისი ჯვარცმა მოსთხოვეს. ქრისტემ ამ დღეს ჯვართან ერთად გოლგოთაზე კაცობრიობის ცოდვა ზიდა – უცოდველმა გამოისყიდა ცოდვილნი. პარასკევობით წითლად იღებება კვერცხი, რაც ქრისტეს მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.
უდიდეს მწუხარებას უდიდესი სიხარული შეენაცვლა – ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!