„შაჰედები“ ჩვენს ცაში, ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი” – ვოლოდიმირ ზელენსკი

4
spot_img

ჩვენს ცაში მყოფი „შაჰედები“ არის აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის მიერ ე.წ. „სააღდგომო ზავის“ გამოცხადებას და ამის შემდეგ კიევზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას.

„რაც შეეხება პუტინის მორიგ მცდელობას ადამიანების სიცოცხლით ითამაშოს – ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია. 17:15 საათზე ჩვენს ცაში რუსული თავდასხმითი დრონებია დაფიქსირებული.

უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს თავდაცვაზე მუშაობა. “შაჰედები” ჩვენს ცაში – ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი,” – წერს ზელენსკი.