
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია ევროპით, განსაკუთრებით იმით, რომ ევროპელი ლიდერები უგულებელყოფენ თავიანთი მოქალაქეების ნებას ეკონომიკურ და მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
„ჩვენ – მე, პრეზიდენტი და რა თქმა უნდა, მთლიანად ტრამპის ადმინისტრაცია – ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ ევროპის მოსახლეობა აგრძელებს უფრო გონივრული ეკონომიკური და მიგრაციული პოლიტიკის მოთხოვნას, ხოლო ევროპის ლიდერები აგრძელებენ თავიანთი მოქალაქეების ნების უგულებელყოფას და ევროპელ ხალხს საპირისპიროს სთავაზობენ“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ჯეი დი ვენსის აზრით, ღია საზღვრების პოლიტიკა ძირს უთხრის დემოკრატიისადმი ნდობას.
„დასავლეთის დემოკრატიული პროექტი ინგრევა, როდესაც ხალხი აგრძელებს ნაკლები მიგრაციის მოთხოვნას, ხოლო მათი ლიდერები მათ უფრო მეტი მიგრაციით აჯილდოებენ“, – დასძინა მან.