
უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს, აკრძალოს LGBTQ+ თემების საჯარო ღონისძიებები.
ცვლილება აკანონებს LGBTQ+ საჯარო ღონისძიებების, მათ შორის პრაიდის აკრძალვას.
საკონსტიტუციო ცვლილებას უნგრეთის პარლამენტის 140-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 21 კი წინააღმდეგი იყო.
უნგრეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ, ქვეყნის ძირითად კანონში შესწორება შევა, რომლის მიხედვითაც ადამიანის სქესი იქნება მხოლოდ ის, რაც მის დაბადებისას განისაზღვრება.
ცვლილებაში ნათქვამია, რომ ბავშვების უფლებები მორალურ, ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე, სიცოცხლის უფლების გარდა, აღემატება ნებისმიერ სხვა ფუნდამენტურ უფლებას, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებას.