
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს 50%-იანი ტარიფებით დაემუქრა, თუ პეკინი უარს არ იტყვის საპასუხო ზომებზე.
ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ აშშ-დან იმპორტირებულ ყველა საქონელზე დამატებით 34%-იანი საბაჟო გადასახადის შემოღება გამოაცხადა. დადგენილება ძალაში 10 აპრილს შედის. ჩინეთის მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება ამერიკის ხელისუფლების მსგავს ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯია.
„თუ ჩინეთი ხვალამდე არ გააუქმებს 34%-იან სატარიფო ზრდას, აშშ ჩინეთის მიმართ დამატებით 50%-იან გადასახადებს დააწესებს 9 აპრილიდან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ჩინეთის ხელისუფლება ამ პირობას არ შეასრულებს, „ჩინეთთან მოლაპარაკებები მათივე თხოვნით ჩვენთან შეხვედრის შესახებ შეწყდება“.