ევროკავშირი რუსეთზე სანქციების მოხსნის პირობას ასახელებს – Reuters

11
spot_img

უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება იმისთვის, რომ ევროკავშირმა სანქციები მოუხსნას რუსეთს, – ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა.

გამოცემა იხსენებს, რომ იანვრის ბოლოს და მარტის დასაწყისში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორი პაკეტი კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივეს. თუმცა, შეზღუდვების ნებისმიერი ცვლილება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღებას.

„რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის შეწყვეტა უკრაინაში და რუსეთის შეიარაღებული ძალების უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების შესწორების ან გაუქმებისთვის“, – აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

როგორ გამოცემა წერს, შეერთებულმა შტატებმა მიაღწია ცალკეულ შეთანხმებებს უკრაინასა და რუსეთთან მათი შეტევების შესაჩერებლად ზღვაზე და ენერგეტიკულ ობიექტებზე, ვაშინგტონი კი დათანხმდა მოსკოვის წინააღმდეგ გარკვეული სანქციების მოხსნას.

„როიტერმა“ დასძინა, რომ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს, შეერთებული შტატები დათანხმდა, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მოხსნას, სურსათის მიწოდებაზე, სასუქებსა და გადამზიდავ კომპანიებზე, როგორც შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების შეთანხმების დადების წინაპირობა.

დიპლომატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კრემლის მიერ ჩამოთვლილი სანქციების უმეტესობა ევროკავშირის შეზღუდვებია.