თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს.
ამის შესახებ პეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა.
ალთუნის ცნობით, 3 ივნისს პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთის პარლამენტში ფიცს დადებს. ცერემონიის შემდეგ ერდოღანი ეწვევა ათათურქის მავზოლეუმს და უმასპინძლებს ვახშამს ინაუგურაციის ცერემონიაზე დამსწრე სახელმწიფოების მეთაურებთან.
ამავე დღის ბოლოს პრეზიდენტი ერდოღანი ახალი კაბინეტის შემადგენლობას გამოაცხადებს.