
ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გვექნება. ცალ-ცალკე კი აღარ იქნება კოალიციების და პრეზიდენტის ვიზიტი ევროპულ დედაქალაქებში, არამედ ერთობლივი ვიზიტები იქნება, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი ყოველდღე შეიკრიბება, სადაც იმსჯელებენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა დაჩქარდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ამასთან დაჩქარდეს ახალი არჩევნების ჩანიშვნა.
„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი დაიწყება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შემდეგი ვიზიტები ზურაბიშვილთან ერთად იქნება ერთობლივი, კოალიციის წარმომადგენლები იქნებიან. შევთანხმდით და დაგეგმილია უახლოეს პერიოდში უმნიშვნელოვანესი ვიზიტები უმნიშვნელოვანეს ევროპულ დედაქალაქში. სამუშაო ჯგუფი ყოველდღე შეიკრიბება და იმუშავებენ, თუ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი თანამოქალაქეებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა დაჩქარდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დაჩქარდეს ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ამაზე გვექნება ყოველდღე მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში.
ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გვექნება. ცალ-ცალკე კი აღარ იქნება კოალიციების და პრეზიდენტის ვიზიტი ევროპულ დედაქალაქებში, არამედ ერთობლივი ვიზიტები იქნება, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მჭიდრო კოორდინაცია იქნება“,-აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.