უკრაინა მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის წინადადებას-ზელენსკი

3
JPG resized with https://ezgif.com/resize
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის წინადადებას.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერდა პოზიციას, რომ ნებისმიერი იარაღით არ დაერტყათ ენერგეტიკისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს სურს გააგრძელოს დარტყმა სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი მხარე, ყოველ შემთხვევაში, ამერიკული და უკრაინული მხარე, მხარს დაუჭერს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემცირებისკენ. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ასეთ ნაბიჯებს მხარს დავუჭერთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ძალიან მინდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გაიგოს და ნახოს, რა სურს პუტინს. პუტინს სურს განახორციელოს რამდენიმე შეტევითი მოქმედება ზაპოროჟიეს მიმართულებით, აღმოსავლეთში, ხარკოვისა და სუმის მიმართულებებით. რისთვის? იმისთვის, რომ მაქსიმალურად ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე და მხოლოდ ამის შემდეგ წამოაყენოს ულტიმატუმები ძალის პოზიციიდან“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროები კვლავ რჩებიან კურსკის ოლქში. მისი თქმით, ისინი იქ იქნებიან მანამ, სანამ კურსკის ოპერაცია უკრაინას დასჭირდება. 

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა.

როგორც კრემლში აღნიშნეს, ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იდეას, რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე 30 დღით უარის თქმის შესახებ.