რუსეთ-უკრაინის ომმა ძალთა ბალანსი ცაშიც კი შეცვალა – რას წერს Mainichi Shimbun

111
spot_img

ევროპული ავიაკომპანიებისათვის ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ავიარეისები კატასტროფულად წამგებიანი გახდა, – წერს იაპონური გაზეთი „მაინიჩი შიმბუნი“ (Mainichi Shimbun//毎日新聞) სტატიაში სათაურით „რუსეთ-უკრაინის ომმა ძალთა ბალანსი ცაშიც შეცვალა… ჩინეთის სასარგებლოდ“ (ავტორი – იუსუკე მაცუკურა). „მოსკოვმა ანტირუსულ სანქციებს უპასუხა და ევროპელებს რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობა აუკრძალა. სამაგიეროდ, ჩინური ავიაკომპანიები, რომლებიც თავისუფლად სარგებლობენ რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი უმოკლესი მარშრუტებით, თავიანთ შემოსავლებს ზრდიან. მოკლედ, როგორც ერთი ანდაზა ჟღერს – „როცა ორი ჩხუბობს, ვიღაც მესამე იგებს“, – ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

გაჭიანურებულმა რუსეთ-უკრაინის ომმა გავლენა ეკონომიკის ბევრ სეგმენტზე მოახდინა გავლენა, მათ შორის საერთაშორისო სამოქლაქო ავიაციის სფეროზეც. დღეისათვის ავიარეისები ევროპასა და ჩინეთს შორის კატასტროფულად წამგებიანია: რადგანაც რუსეთს თავისი საჰაერო სივრცე დახურული აქვს (დასავლური სანქციების საპასუხოდ) ევროპული ავიაკომპანიებისათვის, მათ თვითმფრინავებს რუსეთის საჰაერო ტერიტორიისათვის გვერდის აქცევა ძალიან ძვირი უჯდებათ. ჩინეთის ავიაკომპანიები კი სწრაფად ზრდიან რეისების რაოდენობას – მათთვის რუსეთის საჰაერო სივრცე, როგორც უმოკლესი მარშრუტი ევროპისაკენ, მუდმივად ღიაა. რა თქმა უნდა, ჩინეთისათვის სიტუაცია მომგებიანია: „როცა ორი ჩხუბობს, ვიღაც მესამე ყოველთვის იგებს“. პეკინი სიტუაციით კარგად სარგებლობს და ფრენების გაფართოებას გეგმავს.

როგორც ფენ ჯენლინმა, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა, პეკინში 11 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ჩინეთის ავიაგადაზიდვების ქსელი მსოფლიო ბაზარზე გადის, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაღალ დონეს უზრუნველყოფს“.

ჩინური ავიახაზები ყველაზე აქტიურად ვითარდებიან ისეთი პოპულარული მიმართულებით, როგორსაც ევროპა წარმოადგენს. 2024 წლის ზაფხულიდან ჩინურმა ავიაკომპანიებმა (Air China და სხვები) გამოაცხადეს რიგი მარშრუტებით ფრენების დაწყება და რეისების სიხშირის გაზრდა ევროპის მსხვილ ქალაქებში შანხაიდან, პეკინიდან, გუანჯოუდან და ჩინეთის სხვა ქალაქებიდან. ჩინური მასმედიის მონაცემებით 2024 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო რეისების 70% ევროპის მიმართულებით ჩინურმა ავიაკომპანიებმა შეასრულეს. სედარებისათვის: პანდემიამდელ ეპოქაში, ანუ 2019 წელს, ეს მაჩვენებელი 59%-ს არ აღემატებოდა.

ამასობაში კი ევროპულ ავიაკომპანიებს მძიმე დღეები უდგათ და იძულებულნი არიან რეისების რაოდენობა შეამცირონ. გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში ავიაკომპანიები Lufthansa (გერმანია), British Airways (დიდი ბრიტანეთი), Virgin Atlantic Airways (დიდი ბრიტანეთი). და Scandinavian Airlines (სკანდინავიის ქვეყნები) ერთიმეორეზე მიყოლებით იძულებულნი გახდნენ გაეჩერებინათ ან საერთოდ გაექუქმებინათ პირდაპირი რეისები პეკინში და შანხაიში.

მიზეზი – უკრაინაში მიიმდინარე კონფლიქტი: 2022 წლის 28 თებერვალს, რუსეთმა აუკრძალა თავისი საჰაერო სივრცით სარგებლობა 36 სახელმწიფოს ავიაკომპანიებს, მათ შორის ევოკავშირის წევრებსაც. ეს იყო რუსეთის საპასუხო ნაბიჯი ევროკავშირის აკრძალვაზე რუსული თვითმფრინავების მიმართ, რომ მათ ევროპის საჰერო სივრცით არ ესარგებლათ.

ევროპულ ავიაკომპანიებს სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა რუსეთის ტერიტორიის გვერდაქცევით ეფრინათ. მარშრუტები პარიზიდან და ლონდონიდან შანჰაიში და ჩინეთის სხვა ქალაქებში 1000 და მეტი კილომეტრით გაგრძელდა, გაიზარდა დრო, მოიმატა საწვავის ხარჯმა და რასაკვირველია, მოიმატა ბილეთების ფასმა, რომელიც უსაშველოდ გაძვირდა. საბოლოო ჯამში ევროპელებმა ჩინური ავიაკომპანიების თვითმფრინავებით მგზავრობას უპირატესობა მიანიჭეს.

როგორც დასავლური მასმედია იუწყება, ბევრი ევროპული ავიაკომპანია, მაგალითად, „ლუფტჰანზა“ წერს პეტიციებს ევროპის კომისიაში და სხვა ორგანიზაციებში, ითხოვენ ზომების მიღებას და აცხადებენ, რომ ჩინეთთან კონკურენცია პრაქტიკულად არ შეუძლიათ. მთავრობები კი ან მოკრძალებით დუმილს ინარჩუნებენ, ან საერთოდ არავითარ მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ დგამენ.

ჩინეთის მთავრობა არ დაიბნა და თავისი საერთაშორისო საავიაციო სტრატეგიის განმტკიცებას შეუდგა. გასული წლის ივლისში მთავრობამ გამოქვეყნა რეკომენდაციების ჩამონათვალი საერთაშორისო ავიაციის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ჩინეთის ხელისუფლება აშკარად მიანიშნებს, რომ განზრახული აქვს ხელი შეუწყოს საერთაშორისო მარშრუტების განმტკიცებას თავისი ფხიზელი ზედამხედველობის ქვეშ.

რა თქმა უნდა, არიან სკეპტიკოსები, რომლებიც ჩინური ავიაკომპანიების ავიარეისების სწრაფ ზრდას „ბაზრის გაჯერებას“ უკავშირებენ, თუმცა პეკინმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2025 წელს ქვეყნის სატრანსპორტო დარგი საბოლოოდ სძლევს კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგებს და ჩინეთის ავიახაზების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა ახალ დონეს მიაღწევს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ სანამ რუსეთის საჰაერო სივრცე დახურული რჩება, ჩინური თვითმფრინავების ავიარეისების რაოდენობის შემცირებას არავინ არ უნდა ელოდოს, პირიქით გაიზრდება ჩინეთის სასარგებლოდ.

წყარო