
თბილისში, გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
21 წლის ახალგაზრდა ხობის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდანაა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი კაზინოში, დაცვაში მუშაობდა. მოკლული გიორგი ახალაიაა.
მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გიორგი ახალაია კლინიკაში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მოკლულის მეგობრების თმით, გიორგი ახალაია ბარ “სახელოსნოში“ მარტო იმყოფებოდა.
“ბარში დაიწყო და გარეთ გაგრძელდა. იყვნენ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც მოუვიდათ კონფლიქტი. მე მგონი გიორგი მარტო იყო. როგორც მითხრეს, გულის არეში იყო დაჭრილი. ძალიან დიდი რაოდენობის სისხლი დაკარგა.
ის ერთ-ერთ ბარში მუშაობდა დაცვად. ზოგადად ძალიან კარგი ადამიანი იყო, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია, – ამბობს მოკლულის ბავშვობის მეგობარი „ტვ პირველთან“ საუბრისას.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.