
,,მთის ამბების“ რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. ინფორმაციას „მთის ამბები“ ავრცელებს.
მთივლიშვილის თქმით, წეროვანთან, ავტობანზე მას შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული თანამშრომელი დაესხა თავს.
„თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით – BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. ინციდენტის გადაღება როდესაც ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. შეიარაღებული პირი ვიდეოს წაშლას მათგანაც ითხოვდა“, – ამბობს გელა მთივლიშვილი.