
მოლოდინი გვაქვს ერთი, რომელშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ნაცკლასტერში შემავალი აგენტურის წარმომადგენლები შეასრულებენ თავიანთი პატრონების დავალებას, შეეცდებიან მაინც, როგორც ამას აკეთებდნენ წარსულში და ახლაც იგივეს აკეთებენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ჯერ არ აქვთ განსაზღვრული დავალება, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში.
„ალბათ ტოპტვინები გადაიწვნენ, სხვა შემთხვევაში, უფრო მალე იქნებოდა ეს გეგმა გაჟღერებული საზოგადოებისთვის, რომელზედაც უკვე თვეების განმავლობაში საუბრობენ ნაცაგენტურის წარმომადგენლები. ეს ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით არ აქვთ განსაზღვრული დავალების მესიჯი, რა უნდა ქნან თვითმმართველობის არჩევნებში, მიიღონ, თუ არ მიიღონ მონაწილეობა და სწორედაც ამიტომ არის, რომ ორივე მესიჯს აჟღერებენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ არ უნდა მივიღოთო, ნაწილი ამბობს, რომ აუცილებელია მონაწილეობის მოღება. საბოლოოდ, როგორიც იქნება დავალება, ისე იმოქმედებენ. ეს არის ზუსტად აგენტის ბედი, როდესაც საკუთარ თავს არ ეკუთვნის და მისი ნათქვამი ან ქმედება დამოკიდებულია მხოლოდ პატრონის დავალებაზე და როგორც მონას შეეფერება, მონურად უნდა აღასრულოს დავალება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.