საქართველო სამაგალითო პარტნიორი იყო აშშ-სთვის, ამის საპასუხოდ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამერიკაში თუ ევროკავშირში, ჩვენგან ითხოვდნენ ესკალაციას, თავზეხელაღებულ ქცევას, რაც პირდაპირი ბილეთი იყო ხელახალი ომისკენ – შალვა პაპუაშვილი

7
spot_img

საქართველო სამაგალითო პარტნიორი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. მისი თქმით, ამის საპასუხოდ, აშშ-დან, თუ ევროკავშირიდან საქართველოსგან ითხოვდნენ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ ომს მოუტანდა.

„გავყევით ყველა ომში, სადაც გაყოლა შეგვეძლო. ვიყავით ერაყში, ავღანეთში, გადავასწარით ნატოს წევრ თითქმის ყველა ქვეყანას და ვიყავით მეოთხე ქვეყანა კონტინგენტის რაოდენობით, მხარში დავუდექით ყველა სირთულის დროს იმ შესაძლებლობით, რომელიც ჩვენ გვქონდა და ამის საპასუხოდ ჩვენ დავინახეთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქში, ჩვენგან ითხოვდნენ ესკალაციას, თავზეხელაღებულ ქცევას, რაც პირდაპირი ბილეთი იყო ხელახალი ომისკენ.

ის, რაც დაშავდა ამ ურთიერთობაში, არ იყო ჩვენი მიზეზით. რაც უფრო ნათელი იქნება ამ ურთიერთობების აღდგენა, რაც უფრო მეტად დაინახავს საქართველოს საზოგადოება ნამდვილ პარტნიორობას, მით უფრო ნათელი იქნება, რომ ახალმა ადმინისტრაციამ შეძლო ამ არაფორმალური ქსელების დამარცხება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.