
„სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნები, რომლებმაც ჩვენთან ერთად იბრძოლეს საქართველოს და საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ახლა, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ასე ღიად ებრძვიან ჩვენს ქვეყანას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სანქცირებულთა სიები შედგენილია საქართველოში და გადაგზავნილია საქართველოდან.
„აქ არ არის ხელისუფლებაზე საუბარი, აქ არის საქართველოს მტრობაზე, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მტრობაზე საუბარი.
სიები, რომლებიც ვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნიდან, შედგენილია საქართველოში და გადაგზავნილია საქართველოდან. როგორც წესი, შემდეგ ყოველგვარი აპელაციის გარეშე, ისე, რომ კონკრეტული ადამიანების თანამდებობასაც კი აღარ კითხულობენ ხანდახან, ვის რა თანამდებობა უკავია, პირდაპირ, უაპელაციოდ წერენ სიაში.
სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნები, რომლებმაც ჩვენთან ერთად იბრძოლეს საქართველოს და საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ერთად შევძელით, თავი დაგვეღწია საბჭოთა კავშირისთვის, ახლა, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ასე ღიად ებრძვიან ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბოჟაძემ.