3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება

6
spot_img

“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.

ყველა გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად ანაზღაურდება.

“ძვირფასო მგზავრებო!

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები:

№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;

№6355/6356 ქუთაისი-რიონი;

№6353/6354 ქუთაისი-რიონი;

№618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;

№686 თბილისი-ბორჯომი;

ასევე გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, უქმდება რამდენიმე რეისი, კერძოდ:

3 მარტს – №685 ბორჯომი-თბილისი;

3-4 მარტს:

№682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;

№684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;

№613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად ანაზღაურდება”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.