„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“- შალვა პაპუაშვილი

3
spot_img

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“, – პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით ამჯერად ეკა გიგაურისა და ზურაბ ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს და შესაბამის „სქრინს“ აზიარებს.

ეკა გიგაური აცხადებდა, რომ „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ, ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ“.

ზურაბ ჯაფარიძე კი აღნიშნავდა, რომ „შეგიძლია, გააკეთო მოძრაობები, თუნდაც რუსეთის რაღაც ნაწილები აქ დააბა, ათი ათასი კაცი რომ გააჩერონ აქ, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება“.

შალვა პაპუაშვილმა ასევე გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტის, უკრაინის პრემიერ-მინისტრისნინო ლომჯარიასა და ალექსეი გონჩარენკოს მიერ გაკეთებული განცხადებები.