
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დატოვა თეთრი სახლი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გამართული კამათის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.
CNN-ის წყაროს ცნობით, გაუქმდა იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ტრამპისა და ზელენსკის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენციაც.