2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,1%-ით გაიზარდა -საქსტატი

10
spot_img

2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,1%-ით გაიზარდა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში.