სინამდვილეში, რაც არ უნდა ეაქტიურა პარტიას, პარტიის აქტიურობით მიხეილ სააკაშვილს დახსნა იყო შეუძლებელი – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ მედიასთან განაცხადა. ,,მარტივად უნდა ვთქვათ, შეეძლო თუ არა პარტიას მეტი გაეკეთებინა? კი. ეს მეტი გაკეთება გამოუშვებდა თუ არა სააკაშვილს ციხიდან ? არა… ხომ ვიცით შიდა სამზარეულო. ვინ დაგშალა, ორი კაცი არ რჩებოდა ღამით. ვინც ყველაზე მეტად აკაკუნებდა ფეისბუქზე, რატომ დაგვშალეთ, რისთვის დაგვშალეთ. ერთხელ დავრჩით და შვიდი კაცი იყო ღამე… თუ დარჩენა დაიშლებოდა ორ დღეში, მაშინ იქნებოდა სასაცილო და პირიქით, უსუსურობის გამოხატულება იქნებოდა. შიდა პარტიულ ბრძოლაში ყოველთვის ისმოდა შენ რატომ არ აკეთებ მეტს? ახლა გაისმის სააკაშვილს დავიხსნით, ფიზიკურად შევვარდებით ,,ვივამედში” და რატომ არ შევარდებით? ეს არის შიდაპარტიული ბრძოლის ნაწილი და იყენებენ ძალაუფლების მოპოვებისთვის. სინამდვილეში, რაც არ უნდა ეაქტიურა პარტიას, პარტიის აქტიურობით მიხეილ სააკაშვილს დახსნა იყო შეუძლებელი, მაგრამ პარტიის აქტიურობა ქმნიდა საერთაშორისო და შიდა კლიმატს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.