რუბიო და ლავროვი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ-სახდეპი

10
spot_img

„როიტერი“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე, ტამი ბრიუსზე დაყრდნობით წერს, რომ მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ორმხრივ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ.

ამის შესახებ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გახდა ცნობილი.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ორმხრივ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ, იტყობინება „როიტერი“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე, ტამი ბრიუსზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. აშშ-ს მხრიდან შეხვედრას ქვეყნის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი წარმოადგენდნენ. რუსეთის დელეგაციას კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი წარმოადგენდნენ.