ალიანსის ლიდერებს უკრაინისთვის არასდროს მიუციათ დაპირება, რომ იგი ნატოს წევრი გახდებოდა, თუ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას გააფორმებდა – მარკ რუტე

47
spot_img

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, ალიანსმა ვალდებულება აიღო, მისცეს უკრაინას ნატო-ს წევრობა მომავალში, თუმცა არასდროს დაჰპირებია, რომ ეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობით მოხდება.

როგორც ალიანსის ლიდერი განმარტავს, ნატო-ს ვალდებულება, უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით, არ ეხება მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მარკ რუტეს განცხადებით, ვაშინგტონის ნატო-ს სამიტზე ალიანსმა აიღო ვალდებულება უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.

რუტეს თქმით, ნატო-ს მოკავშირეებს ერთიანი მიდგომა აქვთ, რომ როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, უკრაინა საუკეთესო პოზიციაში უნდა იყოს წარმოდგენილი. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, როგორი შედეგიც არ უნდა ჰქონდეს ამ მოლაპარაკებებს, ალიანსმა უნდა უზრუნველყოს, რომ პუტინი აღარასდროს შეეცდება უკრაინაზე კვლავ თავდასხმას და პუტინმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა მიიღებს ყველა მხარდაჭერას, რაც მას სჭირდება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს ძლიერ მომლაპარაკებლად, თუმცა არაპროგნოზირებად პიროვნებად ახასიათებს. რუტეს თქმით, თუ ნატო-ს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინასა და რუსეთს შორის, საჭიროა მოლაპარაკებების იმგვარად წარმართვა, რომ პუტინისთვის გასაგები იყოს მისი პირობები.

მარკ მისი თქმით, ნატო-მ უკრაინას 50 მილიარდი ევროს ოდენობით მხარდაჭერა გაუწია, ამ თანხის 60%- კი ევროპასა და კანადაზე მოდის. რუტემ აქვე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი არის „მკაფიო სიმბოლო, რომ ევროპა და კანადა უფრო მეტ ტვირთს იღებენ“.