ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრემიერ ორბანთან, შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს პარტნიორობას-ირაკლი კობახიძე

16
spot_img

დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს შეეხო.

„ჩვენი საუბარი მოიცავდა ორმხრივი ურთიერთობის დადებითი დინამიკის ამსახველ ძირითად საკითხებს. შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორობას. საქართველო მტკიცედ თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.