კარგი შეხვედრა მქონდა ირაკლი კობახიძესთან – შევთანხმდით უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი მორიგი სამიტის ბუდაპეშტში რაც შეიძლება მალე ჩატარებაზე – ვიქტორ ორბანი

1
spot_img

კარგი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„შევთანხმდით უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი მორიგი სამიტის ბუდაპეშტში რაც შეიძლება მალე ჩატარებაზე“, – წერს ორბანი.

ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ მხარეები უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტის გამართვაზე შეთანხმდნენ.

„მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტი”, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.