![კჯჯ](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/kjj-6.jpg)
ვერძი: დღეს საინტერესო წინადადებები გელით. გაამახვილეთ ყურადღება ძველი საქმეების დასრულებაზე. თქვენი ენერგია დაგეხმარებათ ყველაფრის წარმატებით შესრულებაში.
კურო: ფინანსური მდგომარეობა სტაბილურდება. კარიერულ მიმართულებით სიახლეებია მოსალოდნელი.
ტყუპები: კოლექტივში წარმოქმნილ უთანხმოებებს რაციონალურად მიუდექით. კამათის შემთხვევაში ეცადეთ, კონსტრუქციული იყოთ.
კირჩხიბი: შესაძლოა, პარტნიორებთან ფინანსური საკითხების განხილვა მოგიწიოთ. სამსახურისთვის მეტი დროის გამოყოფა იქნება საჭირო.
ლომი: თქვენი ხალისიანი ხასიათით ბევრ ადამიანს მიიზიდავთ. სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრები გელით.
ქალწული: კონცენტრირდით საქმეებზე და გამოიჩინეთ პრინციპულობა. ეს თვისებები ხელმძღვანელობისგან კომპლიმენტებს მოგიტანთ.
სასწორი: იუმორი და მანევრირება დაგეხმარებათ გაუგებრობების თავიდან აცილებაში. ასე ადამიანთა კეთილგანწყობას დაიმსახურებთ.
მორიელი: კარიერასთან დაკავშირებული საკითხები მოგვარებას მოითხოვს, პირადი ურთიერთობები კი – სიცხადეს. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში მეტი სინათლე შეიტანოთ.
მშვილდოსანი: შესაძლოა, ძველი შეცდომები გაგახსენონ. ეცადეთ, გვერდი აუაროთ ამ თემას.
თხის რქა: შეუპოვარი შრომით დროულად დაასრულებთ საქმეებს, რაც კოლეგებსა და უფროსობასთან სათანადოდ დაგიფასდებათ.
მერწყული: მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეგიძლიათ გაბედულად იმოქმედოთ.
თევზები: კარგი დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. დიდად ნუ გადაიტვირთებით.