![90](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/90-1.jpg)
ჩვენ ყურადღებით, გარკვეული შეშფოთებით ვადევნებთ თვალს იმას, რაც საქართველოში ხდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მარკ რუტეს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასება სთხოვეს, რაზეც რუტემ აღნიშნა:
„მე მანამდე უკვე გავაკეთე კომენტარი საქართველოს არჩევნების შედეგზე და ასევე ჩვენს სურვილზე, რომ საქართველო დარჩეს ნატო-სკენ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებთან შესაბამისობაში. მაგრამ ვფიქრობ, რომ ყოველ ჯერზე ამის გამეორებისგან თავი უნდა შევიკავო, რადგან ეს (კომენტარი) უკვე გავაკეთე. ცხადია, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმას, რაც საქართველოში ხდება, გარკვეული შეშფოთებით, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.