![io](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/io.jpg)
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუქარის შემცველ განცხადებას გამოეხმაურა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. კირცხალიამ აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი მათი გადასაწყვეტი არ არის, ამას თავისი ინსტრუქცია აქვს.
„თქვენ გახსოვთ ბოლო თვეებში განსაკუთრებით ყველაზე მძაფრად გამოირჩეოდნენ აი ამ სანქციების კუთხით, ერთ-ერთი პირველები იყვნენ რომელიც ამ სანქციებს აანონსებდნენ და ა.შ. ამ რეზოლუციებში იღებდნენ მონაწილეობას.
კიდევ ეკონომიკას უბრუნდები ვინაიდან დღეს კიდევ ერთხელ ვმეორდები ეკონომიკაა ჩვენი ძირითადი ხაზი, საშუალოდ 20%-ით არის ვაჭრობა გაზრდილი ბალტიისპირა ქვეყნების რუსეთთან განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. მინდა გამოვყო ღვინის ექსპორტი რომელიც 22-დან 25%-მდე არის გაზრდილი, სადაც ნამდვილად მე არა ერთხელ ნამყოფი ლატვიასა და ლიეტუვაშიც და არა მგონია რომ დიდი ვაზის კულტურები ჰქონდეთ ხომ. რაღაცა მერკანტილური ნიშნებიც ხომ არ იკვეთება, აქაც რაღაც ვიწრო პარტიული უფრო გამძაფრებული ნიშნებიც ხომ არ იკვეთება.
რაც შეეხება ამ ხმამაღალ განცხადებებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ახლა შევახსენებ რომ ეს მათი გადასაწყვეტი არ არის და ასევე კანონმდებლობით როგორ ხდება იქ თავისი ინსტრუქცია აქვს, თავისი საკანონმდებლო ბაზა არსებობს და გადახედონ თუ რა ურთიერთობა გვაქვს საზღვარზე თუ რა პოზიციები აქვთ ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს „ევროპოლთან“, რა რა ურთიერთობა გვაქვს „ევროჯასტთან“ რა შეფასებებია „ევროპოლიდან“, რა შეფასებებია „ევროჯასტიდან“, რა შეფასებებია თუნდაც სასამართლო კუთხით, საზღვრის მართვის კუთხით და ამის შემდეგ აკეთონ ასეთი ხმამაღალი განცხადებები.
კიდევ ერთხელ, სანამ ხელს გაიშვერ ვინმესკენ, ყოველთვის დაუკვირდნენ რა ხდება თავიანთ ქვეყანაში და რა პოლიტიკას აწარმოებენ თვითონ. საუბრობენ ერთს და რიტორიკით და რეალურად მეორეს. შემთხვევით ხომ არ გვაგონებენ „კოლექტიურ ნაც მოძრაობას“, რომლებიც რიტორიკით ერთს ამბობდნენ და შემდეგ საქმით 100% სხვა საქმეს აკეთებდნენ. მოვუწოდებდი, რომ უფრო თავის შიდა სახელმწიფო საკითხის მიხედონ და კიდევ ერთხელ თავხედურად და უტიფრად ნუ ერევიან დამოუკიდებელი ქვეყნის ურთიერთობებში“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.