მთელი რესურსი სრულად მიმართულია გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოებზე – ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, საბურთალოზე კი 65% ჩართულია – „თბილისი ენერჯი“

5
spot_img

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა.

კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი. საბურთალოზე ამ დროისთვის 65 % ჩართულია.

„კომპანიის მთელი რესურსი სრულად მიმართულია გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოებზე. ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი. საბურთალოზე ამ დროისთვის 65 % ჩართულია. გაზმომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.