ვერძი
ამ დღემ შესაძლოა მოგიტანოთ შესაძლებლობა, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ. შეიძლება სამსახურში ან პირად ცხოვრებაში შანსი მოგეცეთ, რომ სახელი გაითქვათ, მაგრამ ეს შანსი სწორად უნდა გამოიყენოთ. თუ მზად ხართ, ინიციატივა ხელში აიღოთ, ვარსკვლავები დაგეხმარებიან. ფრთხილად იყავით: ემოციების გავლენით ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. გირჩევთ, საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აწონ-დაწონოთ.
რჩევა: ეს დღე წინსვლისთვის გამოიყენეთ, მაგრამ რაციონალური მიდგომა არ დაგავიწყდეთ. ინტუიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ დღეს გადამწყვეტ როლს ზუსტი გათვლა და ლოგიკა თამაშობს.
კურო
თუ წვრილმანებზე დროს არ დახარჯოთ და ყურადღებას მიმდინარე ამოცანებზე გაამახვილებთ, ნაყოფიერი დღე გელით. საქმე, რომელსაც განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია, უნდა დაასრულოთ. კარგი დღეა ოჯახთან ურთიერთობის განსამტკიცებლად. ამაში სამომავლო გეგმების ერთად განხილვა დაგეხმარებათ.
რჩევა: გეგმის შეცვლა ნუ შეგაშინებთ. ზოგჯერ მცირე ცვლილებებმაც კი შეიძლება ბევრად უკეთესი შედეგი მოგიტანოთ, ვიდრე ელოდით.
ტყუპები
ყურადღებას ნუ მოადუნებთ, რომ ახალი, საინტერესო შესაძლებლობა არ გამოგეპაროთ. შესაძლოა, ვიღაცამ შემოგთავაზოთ პროექტი, რომელიც თავიდან სარისკოდ მოგეჩვენებათ. უარს ნუ იტყვით – ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ამ საკითხში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებთ. მთავარია ეჭვების გამო შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
რჩევა: აქტიურობა და თამამი გადაწყვეტილება სასურველი წარმატების მიღწევაში დაგეხმატრებათ.
კირჩხიბი
დროა, საკუთარი ფიქრები და საქმეები მოაწესრიგოთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას შეცდომის დაშვების შიშით აჭიანურებთ. ამ დღეს თქვენი პრიორიტეტი მოქმედება უნდა იყოს და არა — გაუთავებელი ფიქრი. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს — მათში პრობლემის გადაჭრის გასაღები იმალება.
რჩევა: წინ გადადგმული ნაბიჯი, თუნდაც ის პატარა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო იყოს, მიზანთან უფრო სწრაფად მიგიყვანთ, ვიდრე უმოქმედობა.
ლომი
ამ დღეს საშუალება გექნებათ, საკუთარი საქმიანი უნარები გამოავლინოთ. ეცადეთ ეს შესაძლებლობა სწორად გამოიყენოთ. დროა, თქვენი იდეების განხორციელებაზე იზრუნოთ. ამაში თქვენი გუნდის წევრები და მენეჯმენტი დაგეხმარებიან. ფრთხილად იყავით, რადგან თქვენი ამბიციები შეიძლება არასწორად გაიგონ, რასაც გუნდში დაძაბულობა მოჰყვება.
რჩევა: დაეხმარეთ ადამიანებს და სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ.
ქალწული
ეს დღე შესაფერისია საქმეების მოსაწესრიგებლად როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. რაც უფრო სწრაფად დაასრულებთ საბუთებთან მუშაობას, მით უფრო სწრაფად შეძლებთ პრაქტიკულ საკითხებზე გადასვლას. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ახალი წინადადება ან ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც ფრთხილ ანალიზს საჭიროებს. მოერიდეთ ემოციური გადაწყვეტილების მიღებას – საბოლოო პასუხის გაცემამდე სჯობს ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ.
რჩევა: ამ დღეს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს უნარები შეცდომებისგან დაგიცავთ.
სასწორი
ეს დღე ხელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. საშუალება გექნებათ, ძალები ახალ საქმეში მოსინჯოთ და დამატებითი პასუხისმგებლობა აიღოთ. მთავარია, საკუთარ თავში ეჭვი არ შეგეპაროთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სამომავლოდ არ გადადოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოლაპარაკებებს და ფინანსური საკითხების განხილვას – მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია თავად აკონტროლოთ და სხვისი დაპირების იმედად არ დარჩეთ.
რჩევა: საკუთარი თავის რწმენა თქვენი წარმატების გასაღებია. რაც უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებთ თქვენს აზრებს, სასურველ შედეგს მით უფრო სწრაფად მიიღებთ.
მორიელი
ყურადღება არ მოადუნოთ – ეს თქვენთვის საკმაოდ საშიში პერიოდია. ნუ შეშინდებით, თუ რაღაც ისე არ ხდება, როგორც ელოდით. მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. პირად ცხოვრებაში შესაძლოა, ახლობელი ადამიანის პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. მზად იყავით იმისთვის, რომ მოუსმინოთ და მხარი დაუჭიროთ – ზოგჯერ საუკეთესო დახმარება უბრალოდ გვერდით ყოფნაა.
რჩევა: სიმშვიდე და ცვლილებებისთვის მზადყოფნა დაგეხმარებათ, რომ ეს დღე სტრესის გარეშე გადაიტანოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ნებისმიერ კამათში და დისკუსიაში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება, რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ეს პოზიცია მოგიტანთ. უფრთხილდით მანიპულატორებს – ვიღაც თქვენს გაბრაზებას და კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს.
რჩევა: გამოიყენეთ ეს დღე თქვენ სასარგებლოდ – შესაძლებლობამ, რომელიც დღეს გაჩნდება, შეიძლება მომავალში კარგი შედეგი მოგცეთ.
თხის რქა
შესაძლოა, კოლეგამ ან ბიზნესპარტნიორმა მოულოდნელად მნიშვნელოვანი შეხვედრის პირობები შეცვალოს, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ეცადეთ უკმაყოფილების გამოხატვა არ იჩქაროთ. ახლა მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სანამ მოქმედებას დაიწყებთ, სიტუაცია გააანალიზოთ. მომხდარი მიიღეთ ისე, როგორც მინიშნება, რომ უზენაესი ძალები საფრთხისგან გიცავთ.
რჩევა: სიმშვიდის შენარჩუნების უნარი დაგეხმარებათ ზედმეტი პრობლემები თავიდან აიცილოთ. ასე რომ ჯერ იფიქრეთ და შემდეგ იმოქმედეთ.
მერწყული
ეს დღე ხელსაყრელია ინფორმაციის დამუშავების, სწავლისა და სხვა ინტელექტუალური აქტივობებისთვის. თუ მნიშვნელოვან შეხვედრებს ან მოლაპარაკებებს გეგმავთ, ვარსკვლავები გირჩევენ, საგულდაგულოდ მოემზადოთ – ახლა დეტალებზე ყურადღების გამახვილება მეტ წარმატებას მოიტანს, ვიდრე თქვენი საყვარელი იმპროვიზაცია.
რჩევა: გამოიყენეთ ეს დღე ახალი ცოდნის მისაღებად, ის დაგეხმარებათ, რომ ოცნებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ.
თევზები
მშვენიერი დღეა საბუთებთან მუშაობისთვის და რომანტიკული შეხვედრისთვის — რომელს აირჩევთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ და გეხმარებათ, რომ თავი არ დაკარგოთ. თუ აქამდე საყვარელ ადამიანთან გულწრფელ საუბარს თავს არიდებდით, ახლა ხელსაყრელი დროა, რომ ყველაფერი მშვიდ გარემოში განიხილოთ.
რჩევა: წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. თქვენი წარმატება სწორედ მათზეა დამოკიდებული. სიმშვიდე და გონიერება ნებისმიერ დავალებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.